რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი მკვიდრი, 18 წლის მამაკაცი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
საქართველოს მოქალაქის გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი განცხადებით, ამჟამად დეტალებს აზუსტებენ.