ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვისკონსინის შტატში ხმებს თავიდან დაითვლიან

ვისკონსინის შტატის საარჩევნო კომისიამ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ხმების ხელახალი დათვლის მოთხოვნა მიიღო. ამ შტატში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დემოკრატ ჰილარი კლინტონს მცირედით მოუგო.

BBC-ის ინფორმაციით, ხმების ხელახალი დათვლა ოფიციალურად “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელმა ჯილ სტეინმა მოითხოვა. ის  ასევე ითხოვს ხმების გადათვლას მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში.

ჰილარი კლინტონის შტაბი ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

BBC წერს, რომ არჩევნების შედეგების შესაცვლელად სამივე შტატში ხმის მიცემის შედეგები უნდა შეიცვალოს, რაც ანალიტიკოსების აზრით ნაკლებად სავარაუდოა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში აშშ-ს პრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გახდა.

იტვირთბა....