ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.ვ  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით 0,18 გრ ჰეროინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ვ.-ს ნარკოტიკული საშუალება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს,“-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში არაერთგზის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს,
(საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 262-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

იტვირთბა....