ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კუბაში ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9 დღიანი გლოვა გამოცხადდა

კუბაში ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო 9 დღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშებია დაშვებული და ყველა ღონისძიება გაუქმდა.  ფიდელ კასტროს ნეშტს ქალაქ სანტიაგოში გადაასვენებენ, სადაც რევოლუციის ლიდერმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები გაატარა. დაკრძალვის ცერემონია 4 დეკემბერსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, კუბის ყოფილი ლიდერი  გუშინ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფიდელ კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959 წლიდან ედგა სათავეში. 2008 წელს მან უფლებამოსილება თავის ძმას, რაულ კასტროს გადასცა.

უკანასკნელად ფიდელ კასტრო საჯაროდ 13 აგვისტოს გამოჩნდა, თავის 90 წლის იუბილეზე.

 

იტვირთბა....