ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია ვიქტორ დოლიძეს: ამიერიდან ის 5 ადამიანი, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატს ვიქტორ დოლიძეს ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული პირები შეახსენა.

”რომელ ევროინტეგრაციაზეა საუბარი ბატონო ვიქტორ დოლიძე, არ მინდოდა თქვენი ხსენება და თქვენზე საუბარი, რადგან თქვენს მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, კარგი სალამი გვაქვს და მე და თქვენი ძმა თანაკლასელები ვიყავით. ზნეობრივ კომპრომისზე ვერ წავიდოდი და არ მექნებოდა უფლება გამეკრიტიკებინა ნებისმიერი თქვენი კოლეგა მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გასაკრიტიკებელი ბრძანდებით თქვენ, რადგან უღალატეთ ყოველგვარ ფასეულობებს, ყოველგვარ პრინციპებს რაც შეიძლება უბრალოდ ქართველ ადამიანს ქონდეს. თქვენ მეგობრებს, თქვენს თანაგუნდელებს. თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც თვეების განმავლობაში ოპოზიციაში როცა იყავით ამ მთავრობას ეძახდით იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაგიჭირეს თქვენი 5 მეგობარი. მაღალი ალბათობით, ის 5 დაკავებული ციხის საკნებიდან გვისმენს და გვიყურებენ. მაპატიეთ ბატონო ვიქტორ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამიერიდან ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები კი არ არიან ის 5 ადამიანი, თქვენი პოლიტიკური პატიმრებიც არიან ისინი. მე არ ვამბდოდი, თქვენ ამბობდით, რომ პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილმა დააკავა, ღარიბაშვილმა დააკავა და დღეს სად დაბრძანდით ბატონო ვიქტორ, იმ ადამიანებთან ვინც დაიჭირა ეს 5 ადამიანი?” – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

იტვირთბა....