მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 110 მომხრე, 19 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმცირესობამ. “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ასეთია:
- ეკონომიკის მინისტრი – გიორგი გახარია.
- ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი.
- იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი.
- საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე.
- ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ვიქტორ დოლიძე.
- შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი.
- თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია.
- სასჯელაღსრულების მინისტრი – კახი კახიშვილი.
- საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო.
- დევნილთა მინისტრი – სოზარ სუბარი.
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.
- ინფრასტრუქტურის და რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე.
- ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე.
- სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი.
- განათლების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა.
- სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.
- კულტურის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე.
- გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი.