ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

„ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირძე აცხადებს, რომ მთავრობამ მათი რჩევები უნდა გაითვალისწინოს და როცა პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვა, ხელისუფლებას ასწავლიან როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა.

„ვეუბნებოდით, რომ ასეთი ბიუჯეტით, ასეთი არარაციონალური ხარჯით, ასეთი დეფიციტით, მივიღებდი იმას, რაც მივიღეთ. ლარმა მთავრობას ვერდიქტი გამოუტანა. ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა. ეს არის მათთვის განაჩენი. გამოსავლი არის იმაში, რომ უნდა დაგვიჯერონ ჩვენ. რასაც ვამბობთ და ვამბოდით, ეს იყო სწორი. სამწუხაროდ, მოხდა ის რაც მოხდა. ეს არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ისინი ვერ აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას. გამოსავლი არის ერთადერთი, უნდა დაგვიჯერონ ჩვენ. რასაც კრიტიკის და რჩევის სახით ვეუბნებით, უნდა მიიღონ. დაგვიჯერებენ და ქვეყანა წინ წავა.  ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ ლარს ვერ გამოვეკიდებითო. ვერ გამოეკიდებით ლარს, ლარი გამოგეკიდიებათ თვითონ თქვენ. დაგეწევათ და ეს იქნება ძალიან მწარე.”-აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ 25 ნოემბერს, ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ერთი დოლარის ღირებულება 2.502 ლარი გახდა.

იტვირთბა....