საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, 2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს. გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში განხორციეელებული ინვესტიციების შედეგად დოლარის დიდი მასა შემოვა.
„2017 წლიდან ქვეყანაში უკვე იგეგმება გრანდიოზული პროექტების განხორციელების დაწყება, ისეთი როგორიცაა ენერგეტიკაში $3 მილიარდიანი ინვესტიციების ჩადება, სატრანსპორტო ინფრატსრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში $3.5 მილიარდის ინვესტიციების ჩადება. ბაქო-თბილისი-ყარსის დამთავრების გამო უკვე აბრეშუმის გზის ახალი მარშრუტის ამოქმედება. არის მონაცემები, რომ მომავალი წლიდან 150 ეშელონი გაივლის ქვეყანაში, იწყება გაზსაცავის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც $200-$300 მილიონია, იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა, რაც $500 მილიონი ღირს – ამ ყველაფრის ფონზე, დოლარის ამ მასისა და ინვესტიციის ამ მასის ფონზე, რომელიც 2017-დან შემოვა ეს იმოქმედებს ლარის კურსზე, მე მაინტერესებს არის თუ არა განსაზღვრული მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ის მიჯნა, ან კრიტერიუმი, რომლის ქვევითაც უკვე აღარ გამყარდება ლარი? აღარ გამყარდება და ჩაერევა ეროვნული ბანკი ამ პროცესებში?“-განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ 25 ნოემბერს, ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.502 ლარი გახდა.
იტვირთბა....