ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კუბის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მწუხარებას გამოვთქვამ კუბის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო.  ბატონი ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე.  მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და კუბელი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში, “- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, კუბის ექსპრეზიდენტი და რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იტვირთბა....