პარლამენტში, უმრავლესობასთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს.
როგორც მან დეპუტატების შეკითხვის პასუხად განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის ჩაერთოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დისკუსიაში.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
”ნარკოპოლიტიკის საკითხი დამატებით შიდა კონსულტაციებს საჭიროებს. საჭირო იქნება მეტი მსჯელობა პროფესიონალებისა და ექსპერტების მონაწილეობით”.- აღნიშნა კვირიკაშვილმა.