შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, მესტიაში დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.