კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკაში გარდაიცვალა.
ფიდელ კასტროს სიკვდილის შესახებ განცხადება მისმა ძმამ რაულ კასტრომ გააკეთა.
კუბის რევოლუციის ლიდერი 1926 წელს დაიბადა. ქვეყნის სათავეში კი 1959 წელს რევოლუციის გზით მოვიდა. ის კუბას 2008 წლამდე მართავდა, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო უფლებამოსილება თავის ძმას, ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერ რაულ კასტროს, გადააბარა.
ფიდელ კასტრო ბოლოს საზოგადოების წინაშე აპრილში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე გამოჩნდა.