ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

„ბატონო ვიქტორ, თქვენი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია“! (ვიდეო)

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატს ვიქტორ დოლიძეს ჰკითხა, არიან თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები.

“ბატონო ვიქტორ მიპასუხეთ არიან თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები. ბატონო ვიქტორ, რომ იცოდეთ, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ჩემი აზრით, თქვენი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია, რადგან ხუთი ადამიანი დღეს თქვენს გამო ციხეში ზის. მაგრამ ამას აქვს სხვა ფასიც. თქვენს უკან ზის კიდევ ერთი ადამიანი მიხეილ გიორგაძე, რომელმაც ასეთივე სხვა პასუხი გამცა გიგი უგულავას საქმეზე, მაგრამ მან ბევრი ფული წაიღო სახლში და ახლა ბიუჯეტიდან მიაქვს”. – განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, ვიქტორ დოლიძემ გუშინ განაცხადა, რომ „კაბელების საქმეზე“ პირების დაპატიმრება იყო ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

იტვირთბა....