ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. ხვალ 26 ნოემბერს ერთი დოლარის ღირებულება 2.5026 იქნება. დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4852 იყო. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს ყიდვა 2.6505 ლარად იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე მყარი 10 ივნისს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.127 ლარი ღირდა, წლევანდელი გაუფასურების პიკი კი 28 იანვარს იყო, მაშინ ერთი დოლარი 2.499 ლარი ღირდა.