ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ტყუილების თქმას არ ვაპირებ“: გაიზრდება თუ არა პენსიები 2017 წელს

 

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდა არ იგეგმება. პრემიერის თქმით, 2018 წლიდან საპენსიო რეფორმასთან ერთად შეიცვლება პენსიების ზრდის წესი და ის ინფლაციის მაჩვენებლის პარალელურად გაიზრდება.

“ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილების თქმას არ ვაპირებთ დღეს, ეს არის რეალობა. 2018 წლიდან, როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა, იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდშიც თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებისგან”.- ამბობს კვირიკაშვილი.

იტვირთბა....