ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

მწვავე დებატები პარლამენტში: რატომ მოუწოდა კვირიკაშვილმა ბოკერიას კორექტულობისკენ (ვიდეო)

პარლამენტში მინისტრთა კანდიდატები “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კითხვებს პასუხობდნენ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე დაუსვა კითხვა.

https://www.youtube.com/watch?v=dU113I06m1A

“ბატონო გიორგი თქვენ თქვით, რომ “რუსთავი 2″-ის საქმეს არ იცნობთ და რატომ არ იცნობთ? მთელი მსოფლიო და ჩვენი პარტნიორები ამ საკითხზე საჯაროდ საუბრობენ. თქვენ არც დაინტერესებულხართ საქმეში რა არის?! იქნებ გული გაგისკდეთ, რომ ჩაიხედოთ. სავაჭრო პალატის განცხადება ნახეთ? იცით როგორი შეშფოთებაა, რომ ნებისმიერი ბიზნეს-გარიგების გადახედვა იქნება შესაძლებელი, თუ ვინმემ ჩათვალა, რომ წლების შემდეგ ფასი არ მოსწონს. ამით არ დაინტერესდით და არ ჩაგიხედიათ? არ გაინტერესებთ, იქნებ საშინელება ხდება, იქნებ მოსამართეებს დედებს უჭერენ, რომ რაც უნდათ ის გააკეთონ. მარტო ამ შემთხვევაში კი არა, მთელ რიგ შემთხვევებში. საკონსტიტუციო სასამართლო წევრები გამოდიან და ამბობენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უგზავნიან, დაშინების მიზნით. იქნებ საშინელება ხდება და დაინტერესდით, თორემ ისმის თქვენგან პოლიტიკურად საოცარი განცხადება და პოლიტიკურად უტიფრად გვეუბნებით, რომ ყველაფერი წესრიგშია. ამაზე იქნებ გაგვცეთ პასუხი”. – განაცხადა ბოკერიამ.

-მოგიწოდებთ კორექტულობისკენ… – მიმართა კვირიკაშვილმა ბოკერიას.

“ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა “პარტიოტთა ალიანსსა” და “ქართულ ოცნებას” შორის შესაძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

“თქვენ აქ “პატრიოტთა ალიანსთან” შეხვედრიდან მოხვედით. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია არის ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოლიტიკური საწარმო. მაგრამ უცხოელებთან შეხვედრიდან თქვენ და საგარეო საქმეთა მინისტრი წუხილს გამოთქვამთ ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ პრორუსული ძალები ძლიერდებიან და აბა ჩვენ რა ვქნათ? სინამდვილეში პარტნიორეები ხართ და რატომ გრცხვენიათ ქვეყნის შიგნითაც ამის პირდაპირ თქმა? გუშინ, ქალბატონმა წულუკიანმა მისთვის ჩვეული პოლიტიკური სიძილვილის ნიაღვარით, შიგნით პატიოსანი სიტყვაც ჩაურია. მან თქვა, რომ უხარია კვიციანი რომ პარლამენტშია. კვიციანი რომელიც ამბოხდა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მერე რუსეთში რუსებმა შეიფარეს. გვითხარით რომელი იტყუებით. თქვენ თუ ქალბატონი წულუკიანი? თუ გმობთ წულუკიანს და მოხსნით აქვე კანდიდატურობიდან. გაგვარკვიეთ ამ საკითხში, რადგან ძალიან სერიოზულია”. – აღნიშნა ბოკერიამ.

კვირიკაშვილმა ბოკერიას უთხრა, რომ მას ისეთი კომპეტენცია არ აქვს სამართალში, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე შეისწავლოს.

https://www.youtube.com/watch?v=J9Rw9bVq5JU

“რაც შეეხება ბატონი გიგა ბოკერიას შეკითხვას, იმდენჯერ მოხდა “რუსთავი 2”-ის  ქონების ერთი ხელიდან მეორეში გადაცემა, მე მგონია, უზარმაზარი ლაბირინთია იქ და მე არ ვიცი, რამდენად ეყოფა ჩემი კომპეტენცია, ამ საკითხის სამართლებრივი შესწავლას. რაც შეხება ამ საკითხის გამჭვირვალობას, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ მომხრე ვარ გამჭვირვალობის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნას საუკეთესო პრაქტიდან გამომდინარე და გამჭვირვალობით. ”-განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

იტვირთბა....