ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„წულუკიანმა გენდერულად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიას“

 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ენმ-ს წევრი ელენე ხოშტარიას შეფასებას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს:

„2006 წელს ოქრუაშვილი გამომივარდა ტელევიზორში და ორი წიგნი არ აქვს წაკითხული ამ პირდაუბანელ დედაკაცსო თქვა. დღეს წულუკიანი გამოვიდა და მსგავსი შინაარსის, გენდერულად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიას. მიუღებელი და უგემოვნო საქციელია, მით უმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც ფემინისტად ასაღებს თავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ელენესთან სოლიდარობა, პარტიული და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. PS გირგვლიანის საქმის აქციებზე არაერთხელ მინახავს ელენე და მისი ძმა გუგა საერთოდ ამ მოძრაობის ცენტრში იყო. ზოგ ზოგიერთებს კი ეს საქმე ფურცლებიდან თუ გაუგიათ.“-წერს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას მიმართა:

„მე არც ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი. ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი”, – განაცხადა წულუკიანმა.

იტვირთბა....