25 ნოემბერს, საბურთალოს და სამგორის რაიონებს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად ქსელის გაუმჯობესებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს, კოსტავას და აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 17:00-მდე კი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი