აშშ-ში ცუნამის საფრთხეა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ცენტრალურ ამერიკაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ განაცხადა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პუერტო ელ ტრიუნფოდან 149 კმ-ში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.