„ბატონ ემზარს არ დავუჭერ მხარს”- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცესს.
„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ შეთანხმებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს თანამდებობა უმცირესობას ეკუთვნის: „ბატონ ემზარს არ დავუჭერ მხარს, გამომდინარე ერთადერთი პრინციპიდან, დაირღვევა პროპორცია სამი თორმეტზე, ეს არის ადეკვატური პროპორცია, რაც საქართველოს პარლამენტში ოპოზიციურ ძალებს უნდა ჰქონდეთ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვინაობა დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევა ვერ შეძლეს. „პატრიოტთა ალიანსიდან” კენჭს – ემზარ კვიციანი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ირაკლი აბესაძე იყრიდა.