ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 2,7%  იქნება,  ინფლაციის დონე კი 2%, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წინა ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4% იყო, 2017 წელს კი 5,2%.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი 22 ნოემბერს დაასრულეს. ვიზიტის დასრულებისას კი ფონდის მისიამ განახლებული პროგნოზი გამაოქვეყნა.

“შენებული გლობალური ზრდის  კონტექსტში, საქართელოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა და განაგრძობს გარე შოკის შემდეგ აღდგენას, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. მშპ-ს რეალური ზრდა 2016 წლისთვის ახლა შეფასებულია 2,7%-ით, 2-იანი ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით. 2017 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ინვესტიციების მხარდაჭერით 4%-მდე გაიზრდება , ინფლაციის დონე კი 3%-ია მოსალოდნელი”. – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.

 

იტვირთბა....