იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის შეფასებით, დღეს უფრო სწორ გზაზე დგას, ვიდრე 4 წლის წინ. თუმცა, მისი თქმით, პროკურატურაში არის ხარვეზები, რაც მომავალში უნდა აღმოიფხვრას.
“დღეს პროკურატურა დგას უკეთეს და სწორ გზაზე, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. თვისობრივად სხვა ტიპის ინსტიტუტი გვაქვს სახეზე.
პროკურატურა ჩემგან დამოუკიდებელია, მაგრამ მე და ირაკლი შოთაძეს კარგი თანამშროლობა გვაქვს.
ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმისთვის, რომ ეს პროკურატურა იყოს მართად სამაგალითოდ თანამედროვე, ხარვეზები არის, ისინი მომავალში უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.