ვიქტორ დოლიძე ახალ მთავრობაში მინისტრობის კანდიდატია – პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს არასწორი საქციელია და მისი ეს ქმედება “ცუდად გამოიყურება”.
ხუხაშვილი ვიქტორ დოლიძესთან ერთად, ყველა იმ პოლიტიკოსს აკრიტიკებს, რომლებმაც არჩევნების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს. “რა მაგალითი მისცეს ახალგაზრდებს, რომლებიც მრავლად არიან თავისუფალ დემოკრატებში?”
ხუხაშვილი ასევე ვიქტორ დოლიძეს რამდენიმე თვის განმავლობაში, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ის ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებს უწოდებს.
“ის ლაპარაკობდა ამ ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრების არსებობაზე, ის ადამიანები ციხეში კვლავ ზიან და ის მინისტრი ხდება ეს რა უბედურებაა? ამაზე კომენტარი რა უნდა გავაკეთო არ ვიცი,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.