გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 25 ნოემბრიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი). 25 ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება.