თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, 58 ნომერთან მანქანა დაიწვა. ადგილზე სახანძრო და პოლიციაა მობილიზებული. ქუჩის მაცხოვრებლები მანქანის აფეთქებაზე საუბრობდნენ. თუმცა, შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მანქანა არ აფეთქებულა და მას ცეცხლი გაუჩნდა.
უწყების ინფორმაციით, საქმე 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.