ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ

ევროპარლამენტის დეპუტატებმა კენჭი უყარეს რუსულ მედიასთან საინფორმაციო დაპირისპირების რეზოლუციას. ყველაზე სახიფათო მედიად Sputnik და ტელეარხი Russia Today დასახელდა, – ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

“მოსკოვი ევროკავშირთან მიმართებაში „მტრულ პროპაგანდას“ ატარებს. მოვუწოდებთ ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კონტრპროპაგანდის პროექტების დამატებითი დაფინანსებისკენ. რუსეთი ფინანსურ დახმარებას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, იყენებს ორმხრივი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ფაქტორს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად. ევროკავშირისთვის ძირითად საინფორმაციო საფრთხედ სახელდებიან სააგენტო Sputnik, ტელეარხი Russia Today, ფონდი „რუსული სამყარო“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“.” – ნათქვამია რეზოლუციაში.

იტვირთბა....