ახალი ამბები მთავარი სამართალი

საბურთალოზე ნაპოვნი დანაწევრებული ცხედრის საქმეზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

თბილისში მომხდარი კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა გახსნილია, ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს, 1987 წელს დაბადებული ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1963 წელს დაბადებული დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით თბილისში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ო.ა.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ დანაწევრებული ცხედარი პოლიციამ დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით აღმოაჩინა.

იტვირთბა....