ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად აშშ-ში, კერძოდ ტენესის შტატში. სასკოლო ავტობუსი, რომელსაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
“აუცილებლად იქნება გამოძიებული გახდა თუ არა ავტობუსის სიჩქარე ავარიის მიზეზი”,- განაცხადეს სამართალდამცველებმა.
მათი ინფორმაციით, 23 დაშავებული საადმყოფოშია გადაყვანილი. ავტობუსში სულ 35 მოსწავლე იმყოფებოდა. გამოძიება დაწყებულია.