ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ აირჩიეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ორი მოადგილედ  უმრავლესობიდან ვანო ზარდიაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ნატო ჩხაიძე აირჩიეს.

კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობა  ამ დრომდე ვაკანტური რჩება.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე დაინტერესდნენ, რა ნიშნით შეირჩა აღნიშნულ თანამდებობაზე ნატო ჩხეიძე.

ჩხეიძის განცხადებით,  საქმიანობას იმ დებულების მიხედვით აპირებს, რომელიც კომიტეტს გააჩნია. მას   მხარი კომიტეტის რვა წევრმა დაუჭირა, ხოლო  ოთარ კახიძეს , კანდიდატს ენმ-ს მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ოთხი წევრის მხარდაჭერა ჰქონდა.

ეკა ბესელიას თქმით, მეორე მოადგილეს საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ, კომიტეტის შემდეგ სხდომაზე წარადგენს.

იტვირთბა....