ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“სულერთია ბოკერია გააკონტროლებს ამ ტელევიზიას თუ ხალვაში”: ელისო კილაძე “რუსთავი 2-ის” აქციებზე მისვლას არ აპირებს

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს აკრიტიკებს

“ჩემი და ივანიშვილის დაპირისპირების ბოლო ფაზა რუსთავი 2 იყო. (რამდენიმე კაცმა იცის დეტალები,მათ შორის ნიკა გვარამიამ ), ვიყავი ყველა აქციაზე, სასამართლო პროცესზე, შუაღამის ჩართვებზე.
დღეს ვუყურებ რუსთავი 2-ის დაცვის ისტორიას და კადრშიც არ ვჩანვარ. პასუხი ვიცი -ბოკერიას განკარგულებაა ჩემი ეკრანიდან მოხსნა. ვერ მაპატია მიშას დაცვა.
მე არ მოვალ ხვალ თქვენს დასაცავად აქციაზე – მე ვიცავდი დამოუკიდებელ მედიას და ახლა უკვე აბსოლუტურად სულერთია, ბოკერია გააკონტროლებს ამ ტელევიზიას თუ ხალვაში, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს მეძახის დღემდე.
ნოდარ მელაძე დიდი მადლობა !
და თქვენ, ჩემო მეგობრებო რუსთავი 2-დან თავის მართლებას ნუ დაიწყებთ – მინდა თქვენი პატივისცემა შევინარჩუნო !
p.s. დავწერე წავშალე, ბოლოს მაინც დავწერე”, – წერს კილაძე.

იტვირთბა....