ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
22 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4903 ლარი იქნება.
19 ნოემბერს ოფიციალური კურსი 2.4889 ლარი იყო.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6497 ლარად იქნება შესაძლებელი.