ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი2“ : ნიკა გვარამიას სპეციალური განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დღეს „რუსთავი 2“-ის

საქმის განხილვას იწყებენ. ამასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანიაში სპეციალური ბრიფინგი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გამართა:

„დღეს ნამდვილად იწყება არა მარტო ჩვენი, ჩვენი კომპანიის, ჩვენი გულშემატკივრების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და მათ შორის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ამ საქმეს გადაწყვეტს. 3 მოსამართლის კარიერული ბედი-ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო. იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ექნება არადემოკრატიული აწმყო მაგრამ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას პერსონალურად 3 მოსამართლე იღებს.

უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლე ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში. ხელისუფლება, რომელიც თვითონ მართავს პროცესებს, უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს წყდება მისი ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას. დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში თუ „რუსთავი2“  იქნება დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან არ გადავხედავთ ჩვენს  სარედაქციო პოლიტიკიას და მუდმივად კრიტიკულები ვიქნებით, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ჩვენი არჩევანია. მედიის საქმე არის კრიტიკა და არა -ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა. მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი

ყველა აქ მდგომის აზრით ასე ჯობია ქვეყნისთვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჩვენი შვილების მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ ევროატლანტიკური პერსპექტივის დატოვება, საკუთარი შეცდომების მყისიერად გაგება, თუ მეორე მხრივ პრაქტიკულად მოსპობა დემოკრატიის მომავლის, გამოჯახუნება ევროპის კარების სამაგიეროდ კრიტიკის არ ქონა ერთმანეთის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობის დატოვება კრიტიკული და საღი აზრის გარეშე. მე ეს გავლილი მაქვს როგორც მთავრობის წევრს მერწმუნეთ ძალიან მძიმე შეცდომის დაშვება იქნება თქვენი მხრიდან.

არ ვკარგავთ რწმენას რომ საღი აზრი გაიმარჯვებს პირველ რიგში მოსამართლეებში. ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა, არ დავთმოთ „რუსთავი 2“, ნებისმიერ ვითარებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში დავიცვათ ბოლომდე ჩვენი ტელეკომპანია, გამოხატვის და სიტყვის თავისუფალი, დავიცვათ ჩვენი მაყურებლის ინტერესი. ამ შენობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმისი რასაც აკეთებენ რომლებიც ემსახურებიან ქვეყანას როგორც შეუძლიათ. ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ის ტელემაყურებელს, ჩვენს მხარდამჭერებს და არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა: დაიცავით „რუსთავი2“.  თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. ყველა გზით რომელიც ნებადართულია კანონით. თავისუფლების დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება დაიცვათ საკუთარი ქვეყნის და ბავშვების მომავალი.  გამოდით აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი2“. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. „რუსთავი2“- აგრძელებს ბრძოლას,”- აცხადებს ნიკა გვარამია.

იტვირთბა....