ახალი ამბები მედია მთავარი

„მინდა ბევრი რამე შეიცვალოს“: რადიო „თბილისის“ დამფუძნებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობას აპირებს

 

რადიოსადგურების „თბილისის“ და „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

„კიდევ ერთხელ… სკეპტიკოსთა, კეთილისმსურველთა თუ პირიქით… მოკლედ ყველას გასაგონად… ვინც პირადში მწერთ და აქ ვოლზეც: თუ გადაწყვეტილება მივიღე კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ბოლომდე მივიყვან. არ მაინტერესებს ვინ რას და როგორ ხლართავს, ვინ დანიიდანაა და ვინ გერმანიიდან, ვინ-ვისი ლობისტია, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, მელოგინე და ა შ… კარგად იცით, არ მჩვევია ზურგს უკან ქირქილი. მე მინდა რომ ბევრი რამე შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს თქვენ ყველას, ყოველ შემთხვევაში ჩემი მეგობრების უმრავლესობას. ჰო და თუ ასე ფიქრობთ, ერთად უნდა შევცვალოთ ჩაკეტილი წრე, გნებავთ სისტემა დავარქვათ…მერწმუნეთ, ეს თითოეულ თქვენგანს შეუძლია, მხოლოდ წარმატებები!!! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის”. – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სამხარაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემთხვევაში, მაუწყებელი მიუკერძოებელი, ობიექტრი და სანდო გახდება.

იტვირთბა....