წუხელ, სამტრედიაში ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადააძრო. ასევე, საცხოვრებელი ბინის მარჯვენა მხარეს, ქარმა მოთხარა მაღალი ნაძვი, რომელმაც გზა მთლიანადა ჩახერგა, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და წაქცეული ხე ნაწილ-ნაწილ ჩაჭრეს, რომ უპირველესად გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. ამ დროისთვის სამტრედიაში ისევ ძლიერი ქარია.