ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო. აღნიშნულის გამო მგზავრები ტაქსებით თბილისში გადმოიყვანეს, რომლებიც ბერლინში სწორედ დედაქალაქიდან გაფრინდნენ.
გარდა ამისა, უამინდობის მიზეზით ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდიდან წამოსულმა თვითმფრინავმა, რომელიც მოგვიანებით ასევე თბილისის აეროპორტში დაფრინდა.
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისიდან შესაძლოა კიდევ რამდენიმე რეისი გადაიდოს.