ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, თბილისში 8 წლის გოგონა გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი გახდა.
შემთხვევა ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, დედამ დაინახა, რომ ბავშვზე ძალადობას სადარბაზოში შუახსნის მამაკაცი ცდილობდა.
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობი ფაქტი სამტრედიის ქუჩაზე 8 ნოემბერს მოხდა.
არასრულწლოვანი ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მას ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა. 8 წლის გოგონას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ, თუმცა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 141 მუხლით არის აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
https://www.youtube.com/watch?v=D3hzKYq9Hss

