საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკურ მოღვაწეებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან მიმართებაში:
“საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხისთვის”,-განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში, პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. ორი ქვეყნის სულიერი ლიდერების შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დინიელის მონასტერში შედგა.
ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.
წყარო:საზოგადოებრივი მაუწყებელი

