ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

 

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო.

 

ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში.

 

ამ მძიმე წუთებში ბატონი გიზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისს და თანადგომას ვუცხადებ მათ,”-ნათქვამია განცხადებაში.

 

82 წლის ასაკში გუშინ რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა. გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში. გიზო ჟორდანიამ 100-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. კერძოდ, „ჰაჯი-მურატი“, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა” და სხვა.

 

გიზო ჟორდანიას ბოლო დადგმით “აბესალომ და ეთერი” 2016 წელს ოპერის განახლებული თეატრი გაიხსნა.

 

იტვირთბა....