ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ინფორმაციას ის სოციალური ქსელის საშუალებით თავად ავრცელებს:
“ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უკრაინის ყველა რეგიონში. ჩვენი გუნდი ძლიერია და ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც მზად არის გუნდური მუშაობისთვის. მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალას, ჩვენს რიგებში გაერთიანდეს. ჩვენ ქვეყანაში ძირეულ ცვლილებებს ვიწყებთ,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მოძრაობის აქტივისტები კიევში ე.წ. „ღია საბჭოზე“ 27 ნოემბერს შეიკრიბებიან.

