გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-დან 23 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა, მაღალმთიან რაიონებში – ზოგან ქარბუქი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორში – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

