ქართველმა მორაგბეებმა სამოას ნაკრები ანგარიშით 20:16 დაამარცხეს.
„ბორჯღალოსნებმა” ვაკის სტადიონზე დღეს ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრა ჩაატარეს.საქართველო-სამოას მატჩი “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას ეძღვნებოდა.
ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩი “ბორჯღალოსნებმა” ერთი კვირის წინ, იაპონიის ნაკრებთან გამართეს. თამაში იაპონიის სასარგებლოდ ანგარიშით 22:28 დასრულდა.