ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, მამა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა (ვიდეო)

ტელეკომპანია “იბერიის” ინფორმაციით, თბილისში, მამა სავარაუდოდ მცირეწლოვან ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა. ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს სკოლის დირექტორმა აცნობა, რომელმაც მუხიანის პოლიციაში მცირეწლოვანი ბავშვი და ბებია მიიყვანა. სკოლის დირექტორი სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს, სატელეფონო საუბრისას კი ამბობს, რომ მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ბავშვთან ამ დროისთვის ფსიქოლოგები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მცირეწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ.

https://www.youtube.com/watch?v=g_SE2LlWzss

 

იტვირთბა....