პრემიერმინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა. განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნეს საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა,”-ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

