ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„4 წლის თავზე მეტ სიმართლეს ველი პარლამენტში“: ვიცე-სპიკერების სია ცნობილია

მე-9 მოწვევის პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტს ნდობისთვის და გამოეხმაურა მის არჩევამდე გამართულ დებატებს:

„ეს შორს იყო ჯოჯოხეთისგან, მაგრამ პოსტსაარჩევნო გარემოს სფეციფიკა იგრძნობოდა. 4 წლის თავზე მეტ სიმართლეს ველი პარლამენტში.“ – განაცხადა კობახიძემ.

მის პირველ მოადგილედ დამტკიცდა თამარ ჩუგოშვილი, ხოლო მოადგილეებად პარტია ენმ-დან სერგი კაპანაძე, აჭარის კვოტით ილია ნაკაშიძე, პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი და უმრავლესობიდან ზვიად ძიძიგური და გია ვოლსკი დამტკიცდნენ.

იტვირთბა....