ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინამ შესაძლოა საქართველოს გადასცეს. ინფორმაცია გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიაწოდა.
მისი განცხადებით, უკრაინას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლია, ამიტომ, მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილება.
გამოცემა წერს, რომ კომენტარისთვის სააკაშვილის პრესსამსახურს მიმართა, სადაც განმარტავენ, რომ ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა და უკრაინის ოპოზიციაში გადასვლა დააანონსა.