საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციიით, წელს კოტბუსის კინოფესტივალზე 18 ჯილდო გაიცა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ხვდა წილად. კერძოდ, რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ინტერკულტურული კომუნიკაციისთვის DIALOG Prize-ს მფლობელი გახდა.
კოტბუსის კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 000 სტუმარს მასპინძლობს.