თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ქალაქში პარკირების გადასახადის გაზრდის ინიციატივით გამოდის.
საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, მალაღურაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირების გადასახადი საათობრივ სისტემაზე უნდა გადავიდეს.
მისივე თქმით, ქალაქის მთავრობა მოსაკრებლებთან დაკავშირებით მოკრძალებულია, ამიტომ მერიის ტრანსპორტის სამსახურს პარკირების წლიური გადასახადის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს.