ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ და რატომ დაინტერესდა პარლამენტში ირაკლი კობახიძის ხელფასით

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის წარდგენის ნაწილში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს. მათი კითხვები  მისი პარლამენტის თავმჯომარეობის რანგში მომავალ საქმიანობას შეეხებოდა.

”რაც შეეხება ჩემს სამომავლო საქმიანობას, აქ კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩემს მზადყოფნას, რომ ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური იმ საქმიანობაში, რასაც ჰქვია საპარლამენტო საქმიანობა. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რა არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის როლი და ფუნქცია. ჩემს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად მესახება, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიას და დეპუტატს მიეცეს შესაძლებლობა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საპარლამენტო მუშაობაში და ქვეყნის განვითარებაში”,- განაცხადა კობახიძემ.

მან უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას ლარის კურსთან დაკავშირებით. გოცირიძის თქმით, ნებისმიერი მოქალაქე, როდესაც ის ახალ სამსახურში მიდის, იკითხავს, თუ რამდენი აქვს ხელფასი და ამას იკითხავს ირაკლი კობახიძეც.

„თქვენც იკითხავთ ამას და გიპასუხებენ, რომ იმდენი გაქვთ, რამდენიც თქვენს წინამორბედს, როდესაც კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ეს ასე არ არის. დღეს 18 ნოემბერს 49%-ით არის გაუფასურებული ლარის კურსი 4 წლის წინანდელთან შედარებით. თქვენმა რეალურმა შემოსავალმა აღმოჩნდა, რომ ძალიან იკლო. ასეთ მდგომარეობაშია მთელი საქართველო, განსაკუთრებით, მოსახელობის 70%, რომელიც არიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და დაბალი შემოსავლის მქონეები. ამ 4 წლის განმავლობაში გაჩერებული ეკონომიკისა და მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ქვეყანა გაღარიბდა. რას მოიქმედებთ თქვენ, რომ მთავრობამ არ გაიმეოროს ის უხეში შეცდომები, რომელმაც მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. რას მოიმოქმედებთ იმისთვის, რომ პარლამენტი, როგორც წინათ იყო, ასევე არ დარჩეს მთავრობის მავნებულური ინიციატივების დამადასტურებელ ნოტარიუსად ისეთი გადაწყვეტილებები მხარდამჭერად, რომელმაც დაგვაკარგინა საერთაშორისო მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება, თუნდაც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ჰაერშია ჩამოკიდებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაზეც კობახიძემ უპასუხა: „მე ჯერჯერობით არ მომიკითხავს ჩემი ხელფასი, შემიძლია გაგანდოთ. მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ვემსახურო ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. ლარის კურსი არის ის მთავარი პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს მთლიანად რეგიონს შეეხო“ – განაცხადა კობახიძემ.

 

 

იტვირთბა....