სინოპტოკოსები 20-23 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს ვარაუდობენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „გარემოს ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 20 – დან 23 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.