ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს სამ ქალაქში კვირას ქვეითთა საყოველთაო მსვლელობა მოეწყობა

 

კვირას ფეხით მოსიარულეები საყოველთაო მსვლელობას მოაწყობენ. მსვლელობა თბილისში პარლამენტის შენობის წინ, ბათუმში ერას მოაედანზე ქუთაისში კი მერიის შენობის წინ 14 საათზე დაიწყება.

მსვლელობის მოწყობის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია “იარე ფეხით-ს” ეკუთვნის. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აქცია-მსვლელობა ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნას მიეძღვნება და მისი მიზანია მოუწოდონ თბილისის მერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს, დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეითთა უსაფრთხოებისთვის.

აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნებს შორისაა:

დაიწყოს ქვეითების როგორც პირველხარისხოვანი მოქალაქეების აღიარება და ფეხით სიარულისთვის ელემენტარული პირობების შექმნა

აიკრძალოს ტროტუარზე პარკირება, არა მხოლოდ ტროტუარზე დახაზული ადგილების წაშლით, არამედ რეალურად აღიკვეთოს პარკირება მოქმედი კანონების მკაცრი აღსრულებით

გაიზარდოს სასჯელი უკანონო პარკირებისთვის და მკაცრი აღსრულება მოჰყვეს პარკირების წესის დარღვევას (მათ შორის ტროტუარებზე, ზებრა გადასასვლელებზე და პანდუსებზე)

მოხდეს ზებრა გადასასვლელებზე ქვეითთა უსაფრთხოების დაცვა კანონის მკაცრი აღსრულებით

ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაუყოვნებლივ, საკითხთა პირველ ნუსხაში მოხდეს საგზაო კანონის, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების განხილვა და მიღება.

იტვირთბა....